ალექსანდრ სტუბი - უკრაინის გარეშე ტერიტორიებზე საუბარი არ შეიძლება, ევროპის გარეშე კი უსაფრთხოებაზე საუბარი

ალექსანდრ სტუბი - უკრაინის გარეშე ტერიტორიებზე საუბარი არ შეიძლება, ევროპის გარეშე კი უსაფრთხოებაზე საუბარი

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე სტუბის განცხადებით, ბერლინში ხუთშაბათს დაგეგმილი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა სამშვიდობო პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებებში სტრუქტურა და წესრიგი დავამკვიდროთ; ეს, არსებითად, გულისხმობს მკაფიო განრიგისა და დღის წესრიგის არსებობას”, - განაცხადა სტუბმა ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი სწრაფად არ წარიმართება, თუმცა მთავარია დაიცვან პრინციპი, რომ უკრაინის ტერიტორიებზე უკრაინის გარეშე არ ისაუბრონ და უსაფრთხოების საკითხზე კი - ევროპის გარეშე.

„ეს პროცესი სწრაფად არ წარიმართება, თუმცა, ვფიქრობ, ის კარგად უნდა იყოს სტრუქტურირებული. აქ მთავარი ის არის, რომ უკრაინის გარეშე ტერიტორიებზე საუბარი არ შეიძლება. ევროპის გარეშე კი - უსაფრთხოებაზე საუბარი“, - აღნიშნა სტუბმა.