მიხეილ სააკაშვილი - მეუფე იობმა რამდენჯერმე სცადა ჩემი მონახულება და არ შემოუშვეს - ერთადერთი, მეუფემ უნდა ახსნას, თუ მხოლოდ ახლა რატომ აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა მებრძოლი ურწმუნოები იყვნენ

მიხეილ სააკაშვილი - მეუფე იობმა რამდენჯერმე სცადა ჩემი მონახულება და არ შემოუშვეს - ერთადერთი, მეუფემ უნდა ახსნას, თუ მხოლოდ ახლა რატომ აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა მებრძოლი ურწმუნოები იყვნენ

მეუფე იობი ბოლო წლებია ამბიონიდან ითხოვს ჩემს გათავისუფლებას, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ასევე, რამდენჯერმე სცადა ჩემი მონახულება და არ შემოუშვეს. მეუფემ უნდა ახსნას, თუ რატომ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა მებრძოლი ურწმუნოები იყვნენ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს მკაცრად აკრძალული იყო ეკლესიის საქმეებში ჩარევა.

ასევე, სააკაშვილი ხაზს უსვამს სხვადასხვა მოსაზრებასაც, რომ „ანაფორიანებისთვის ფაქტობრივად იმუნიტეტის“ მიცემით, „რუსულ აგენტურას ხელი გაუხსნა“, თუმცა ექსპრეზიდენტს მიაჩნია, რომ იქ „ხელის ფათური“ სახელმწიფოს საქმე არ არის.

“მეუფე იობი ბოლო წლებია ამბიონიდან ითხოვს ჩემს გათავისუფლებას, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ასევე, რამდენჯერმე სცადა ჩემი მონახულება და არ შემოუშვეს.

მთლიანად ვეთანხმები მეუფე ნიკოლოზისგან და მეუფე ილარიონისგან და სხვა სასულიერო და საერო მოღვაწეებისგან მეუფე იობის გაბედული და სამართლიანი პოზიციის დაცვას.

ერთადერთი, მეუფემ უნდა ახსნას, თუ რატომ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა მებრძოლი ურწმუნოები იყვნენ. ივანიშვილი ამას არც არასდროს მალავდა, ისევე როგორც არ მალავდა ილია მეორის მიმართ უკიდურეს სიძულვილს.

ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, მკაცრად იყო აკრძალული სასულიერო პირების თვალთვალი და ჩაწერა და ეკლესიის საქმეში ჩარევა. ( ამას ბევრი ნაკლად მითვლის და ამბობს, რომ ანაფორიანებისთვის ფაქტობრივად იმუნიტეტის მიცემით, ხელი გავუხსენი რუსულ აგენტურას). თუმცა დღესაც მიმაჩნია, რომ სულიერება, ძალიან მგრძნობიარე სფეროა და იქ ხელის ფათური, სახელმწიფოს საქმე არ არის.

2012 წელს, „დაგმე მიშას“ კამპანიის ავტორი იყო მღვდელი ნიკოლოზ ჩხიკვაძე, რომელსაც „ქოცებმა“ 2014 წელს, წყნეთის ცენტრში გადასცეს მილიონად ღირებული ნაკვეთი”, - წერს სააკაშვილი.