რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - იქ იყო სამეცნიერო საზოგადოება და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მოსარჩელეებისგან არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა

რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - იქ იყო სამეცნიერო საზოგადოება და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მოსარჩელეებისგან არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა

იქ [საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე] იყო სამეცნიერო საზოგადოება და გახსნით ცერემონიალზე იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. რაც შეეხება მოსარჩელეებისკენ ხელის გაშვერას, რომ კონფერენცია აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად, ბრძანდებოდით ბატონებო? არცერთი არ იყო, - ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის რეპლიკას, რომ მას ამ დრომდე არ მიულოცია „ინსტიტუციის იუბილე, რომელიც აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად“.

ნადარაიას განცხადებით, მოსარჩელეებიდან ღონისძიებას მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა, ისიც მხოლოდ გახსნით ცერემონიალზე.

„რაც შეეხება კონფერენციას, არავისთან ვარ ვალდებული... მოწვევასთან დაკავშირებითაც გამოიხატა პრეტენზიები, ვინ მოვიწვიეთ და ვინ არა. იყო სამეცნიერო საზოგადოება და გახსნით ცერემონიალზე იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. რაც შეეხება მოსარჩელეებისკენ ხელის გაშვერას, რომ კონფერენცია აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად, ბრძანდებოდით ბატონებო? არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, ისიც გახსნით ცერემონიალზე“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

რაც შეეხება ზაზა ბიბილაშვილის რეპლიკას, მისი თქმით, სასამართლოს შეკითხვებში მოსარჩელეებისადმი ეს ფაქტი არ ფიგურირებდა.

„სხვათა შორის, მე არ მომილოცია სასამართლოს 30 წლისთავი, რომელიც ორი კვირის წინ აღნიშნეთ მოსარჩელე მხარესთან ერთად. სხვათა შორის, მოსარჩელე მხარის პირველმა პირმა განაცხადა პირველ პირში, რომ „ჩვენ ვაუქმებთ პარტიებსო“. თქვენ ამასთან დაკავშირებით მოსარჩელისთვის, რამდენადაც მე ვიცი, კითხვა არ დაგისვამთ“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია 5 ნოემბერს გამართა.