თელავის რაიონულმა სასამართლომ, დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.
სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.
თავად ბრალდებულმა სიტყვის თქმის უფლების ისარგებლა და განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს.
ბრალდებულს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს წარდგენილი. დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის შემთხვევა 12 ნოემბერს, თელავში, სამხედრო დასახლებაში მოხდა.
დაჭრილი 77 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 დეკემბერს ჩაინიშნა.

























