Associated Press - აშშ-ის უმსხვილესი ბანკების მომხმარებლები ონლაინ წვდომაზე შეფერხებების შესახებ აცხადებენ

Associated Press - აშშ-ის უმსხვილესი ბანკების მომხმარებლები ონლაინ წვდომაზე შეფერხებების შესახებ აცხადებენ

აშშ-ის უმსხვილესი ბანკების მომხმარებლები ონლაინ წვდომაზე შეფერხებების შესახებ აცხადებენ, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მომხმარებლების ცნობით, ინტერნეტით საბანკო ანგარიშებში შესვლას ვერ ახერხებენ.

ვებგვერდ downdetector-ის მონაცემებით, შეფერხებები ან სერვისების გათიშვა ფიქსირდება Bank of America-ს, Chase-ის, J.P. Morgan-ის, U.S. Bank-ის, Wells Fargo-სა და Zelle-ს ვებგვერდებზე.

Chase-ის მომხმარებლების ნაწილმა შემდეგი შეტყობინება მიიღო: „ზოგიერთი სერვისი მიუწვდომელია. მათ აღდგენაზე ვმუშაობთ. გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით“.