კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინაში ჩავიდა - უკრაინელ ხალხს ეს ომი არ აურჩევია,  მათმა სიმამაცემ თავისუფალი სამყარო შთააგონა - კალიფორნია უკრაინის გვერდით დგას

კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინაში ჩავიდა - უკრაინელ ხალხს ეს ომი არ აურჩევია,  მათმა სიმამაცემ თავისუფალი სამყარო შთააგონა - კალიფორნია უკრაინის გვერდით დგას

კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი უკრაინას ეწვია, - ინფორმაციას გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

გევინ ნიუსონი ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც უკრაინისთვის სამედიცინო დამხარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

კალიფორნიის შტატი უკრაინას 50 საწოლზე გათვლილ საველე ჰოსპიტალს, 1300-ზე მეტ სამედიცინო საწოლს, 20 პორტატულ გენერატორსა და სხვა აუცილებელ სამედიცინო მასალას გადასცემს.

„უკრაინელ ხალხს ეს ომი არ აურჩევია. მათ საკუთარი თავისუფლების, დემოკრატიისა და მომავლის განსაზღვრის უფლების დაცვა აირჩიეს. მათმა სიმამაცემ თავისუფალი სამყარო შთააგონა. არავის, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, არ უნდა გაუჩნდეს შეკითხვა, დარჩა თუ არა მარტო. კალიფორნია უკრაინის გვერდით დგას“, - განაცხადა ნიუსომმა.