მედია - მარინ ლე პენი საფრანგეთში უკრაინის ელჩს შეხვდა და სთხოვა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გადაეცა, რომ მასთან პარიზში ან ბრიუსელში შეხვედრისთვის მზად არის

მედია - მარინ ლე პენი საფრანგეთში უკრაინის ელჩს შეხვდა და სთხოვა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გადაეცა, რომ მასთან პარიზში ან ბრიუსელში შეხვედრისთვის მზად არის

მარინ ლე პენი საფრანგეთში უკრაინის ელჩს შეხვდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა პარიზში უკრაინის ელჩთან, ვადიმ ომელჩენკოსთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა.

მარინ ლე პენმა ელჩს განუცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „სახელმწიფო ფინანსები საფრანგეთს იმის საშუალებას აღარ მისცემს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში უკრაინას ფინანსური დახმარება გაუწიოს“.

ამასთან, ლე პენმა დაადასტურა, რომ „საფრანგეთი აქამდე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს, კერძოდ, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხთან დაკავშირებით“, რომელიც ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად გამოყო.

როგორც გამოცემა წერს, მარინ ლე პენმა „ელჩს სთხოვა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გადაეცა, რომ მასთან პარიზში ან ბრიუსელში შეხვედრისთვის მზად არის“.