ტოლერანტობის საერთაშორისო დღე რელიგიის სააგენტომ ებრაულ თემთან ერთად აღნიშნა

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე რელიგიის სააგენტომ ებრაულ თემთან ერთად აღნიშნა

წელს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საქართველოში არსებულმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა დავით ბააზოვის სახელობის ებრაელთა ისტორიის მუზეუმში აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, სტუმრებს მიესალმა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა ებრაელთა კავშირის თავმჯდომარემ, მერაბ ჩანჩალაშვილმა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ხაზი გაუსვა უნიკალურ ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს და ისაუბრა ქართული სახელმწიფოსა და რელიგიური ლიდერების როლზე ტოლერანტული გარემოს განმტკიცებაში.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს სხვადასხვა რელიგიური თემების წარმომადგენლებმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან: დეკანოზები გიორგი კალანდია, არჩილ ხაჩიძე, შალვა ჯაჯანიძე; მუსლიმური თემიდან - აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე; ებრაული თემიდან - რაბინები რახამინ მურდუხაშვილი და დავით მდინარაძე; სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან - დიაკვანი ლონგი ავეტისიანი, მღვდელი ჰოვსეფ არუთინიანი; საქართველოს ბაპტისტურ ეკლესიათა კავშირიდან - ეპისკოპოსი ანერი გიუნაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ პაპინაშვილი; თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიიდან პასტორი ჩარლზ ჰობლიცი, კახაბერ ჩხაიძე; ეზიდთა სასულიერო საბჭოდან - ახტიარი დიმიტრი ფირბარი; კათოლიკური ეკლესიიდან - ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, მღვდელი ზურაბ კაკაჩიშვილი; სახარების რწმენის ეკლესიიდან - პასტორი, გურამ იმერლიშვილი; ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიიდან - უფროსი პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე; ევანგელურ-ლუთერული ეკლესიიდან - ეპისკოპოსი როლფ ბარაისი, თემურ ბარდაველიძე; კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოებიდან - რელიგიური ლიდერები დაიანანდა სვამი და დავით თუთბერიძე; მეშვიდე დღის ადვენტისტთა ორგანიზაციიდან - ბორის ჭარაია; დავით ბააზოვის სახელობის ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დირექტორი, გივი ღამბაშიძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა, ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვლადიმერ მაჭარაშვილი, იურისტი ნინო კობეშავიძე, პროტოკოლის მენეჯერი ნათია გუდაძე, საქმის წარმოების მენეჯერი, შორენა კოწოწაშვილი და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.

რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, ტოლერანტობის დღე საქართველოში ამგვარი ფორმატით 2016 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების პირველი მასპინძელი, 2016 წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო, 2017 წელს - ქართველ ებრაელთა თემი, 2018 წელს - ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაცია, 2019 წელს - საქართველოს მუსლიმთა თემი, 2020 წელს - საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირი, 2021 წელს - საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, 2022 წელს - სახარების რწმენის ეკლესია, 2023 წელს - სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, 2024 წელს - საქართელოს ეზიდთა სასულიერო საბჭო, 2025 წელს კი ევანგელურ-ლუთერული ეკლესია.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ატმოსფეროს დამკვიდრებაა.