ლაშა ნაცვლიშვილი მეუფე იობთან დაკავშირებული „ფეისბუქ-პოსტის“ გამო სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა

ლაშა ნაცვლიშვილი მეუფე იობთან დაკავშირებული „ფეისბუქ-პოსტის“ გამო სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა

მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელი „ფეისბუქ-პოსტის“ გამო, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

სხდომას არ დასწრებია ლაშა ნაცვლიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ნაცვლიშვილს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ედავებოდა.

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. სასულიერო პირი ვრცელ ქადაგებაში ამბობს, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. აღნიშნული პოზიციის გამო, მეუფე იობი ცალკეული პირების, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტი გახდა.