ნიკა გვარამია კითხვაზე: დადებითად აფასებს თუ არა 2004-2012 წლის მმართველობას - ქალბატონო მოსამართლევ, კიდევ ერთხელ ბრინჯსა და წიწიბურას ნუ გადამირევთ და ნუ დამაწყებინებთ ცუდის და კარგის გამორჩევას - ამაზე უკეთესი ხელისუფლება ამ ქვეყანას არ ჰყოლია

ქალბატონო მოსამართლევ, კიდევ ერთხელ ბრინჯსა და წიწიბურას ნუ გადამირევთ და ნუ დამაწყებინებთ გამორჩევას ცუდის და კარგის, რა იყო კარგი და რა ცუდი. ბევრი ვილაპარაკე ამაზე. ამაზე უკეთესი და ამაზე მეტი პოზიტიური შედეგის მომტანი ხელისუფლება ამ ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია - ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ევა გოცირიძეს კითხვაზე, 2004-2012 წლის მმართველობას აფასებს თუ არა დადებითად.

ამასთან, გვარამიას თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, „ვარდების რევოლუცია“ იყო ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი.

„23 ნოემბერს არის „ვარდების რევოლუციის“ წლისთავი. ვინც რაც არ უნდა თქვას, რამდენი სახელმძღვანელოც არ უნდა დაიწეროს, „ერთიან ორგანიზმად გამოაცხადონ“ თუ სამთავიან დევად, ამ თარიღზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. თუ მოხდება, ძალიან გამიხარდება და იმასაც ვიზეიმებ. ეს თარიღი ჩემთვის იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა გვარამიამ.