გრიგოლ გეგელია - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემზადდეს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი საფუძვლები ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის

გრიგოლ გეგელია - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემზადდეს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი საფუძვლები ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემზადდეს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი საფუძვლები ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის, რაც არის „ქართული ოცნების“ შემდეგი დამღუპველი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო დარბაზში დღეს არა პოლიტიკური პარტიები, არამედ ქართული სახელმწიფო და მილიონი ქართველის არჩევანის უფლება სამართლდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, რათა ყველა ქართველმა დაინახოს სიმართლე. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის და სიმართლე არის იმაში, რომ ეს რეჟიმი ღალატობს ქვეყნის ინტერესებს, კონსტიტუციას. ამ რეჟიმმა ღიად და დაუფარავად უღალატა კონსტიტუციის 78-ე მუხლს, იმ ვალდებულებას, რაც აიღო ქართველი ერისა და ევროპელების წინაშე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მომზადებული ვართ ყველა არგუმენტით, კითხვითა და პასუხით, რომ დავიცვათ ჩვენი პოზიცია, დავიცვათ მილიონი ქართველის არჩევანის უფლება, რადგანაც დღეს აქ არ სამართლდება პოლიტიკური პარტიები, დღეს აქ სამართლდება ქართული სახელმწიფო და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემზადდეს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი საფუძვლები ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის, რაც არის „ქართული ოცნების“ შემდეგი დამღუპველი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.