ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, რომ ეუთო-ს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენი მხრიდან შეთავაზება არის გაკეთებული, ველოდებით შემხვედრ პოზიციას

ვფიქრობ, რომ ეუთო-ს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს მიერ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის შესახებ აღნიშნა.
პრემიერის თქმით, „შეთავაზება გაკეთებულია და ქართული მხარე ელოდება შემხვედრ პოზიციას“.
„ჩვენ მოთმინებით ველოდებით, როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ინტერესი. ვფიქრობ, რომ ეუთო-ს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენი მხრიდან შეთავაზება არის გაკეთებული, ველოდებით შემხვედრ პოზიციას“, - განაცხადა პრემიერმა.

























