ირაკლი კობახიძე ALDE-ს რეზოლუციაზე - ALDE-ს არ აქვს არავითარი პრინციპები, შესაბამისად, ჩვენთვის, ALDE-ს არც ერთ განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს

ALDE-ს არც ერთ განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ALDE-ს მორიგ რეზოლუციას.
როგორც კობახიძე განმარტავს, ALDE-ს არავითარი პრინციპები არ გააჩნია.
„ALDE ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო. იცით, რომ თავის დროზე, ტერორისტულ აქტსაც კი არ გაემიჯნა, რაც მეტყველებს ძალიან უხეშ პოლიტიკურ მიკერძოებაზე და ასევე, ALDE-ს არ აქვს არავითარი პრინციპები, რაც ძალიან სამწუხაროა. შესაბამისად, ჩვენთვის, ALDE-ს არც ერთ განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ALDE-მ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, ALDE „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს „დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაწვეულ იქნას უცხოური აგენტების კანონი და ჩატარდეს ახალი არჩევნები". ამასთან ALDE-ს ევროკავშირს, ევროპულ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს, მოხდეს ბიძინა ივანიშვილის, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და რეპრესიების ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვები.

























