ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპა E5 + ევროკავშირის ფორმატით ჩაერთვება - უზრუნველვყოფთ უკრაინის მიმართ მაქსიმალურ მხარდაჭერას და რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრე სტუბთან უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილა.
“ევროპა მჭიდროდ ჩაერთვება ამ პროცესში E5 + ევროკავშირის ფორმატის მეშვეობით. ამასთან, ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის მიმართ მაქსიმალურ მხარდაჭერას და რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ის ფინეთის მიმართ მადლიერებას გამოხტავს ომის დასრულების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის.
“ასევე ვისაუბრეთ გაფართოების საკითხზე ევროკავშირის გაფართოების ფორუმის წინ. შევთანხმდით, რომ უფრო დიდი და ძლიერი კავშირი შექმნის უფრო აყვავებულ და დამოუკიდებელ ევროპას”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

























