ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკონთან გზაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკონთან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მცირე ზომის ლოდები ცენტრალური გზის სავალ ნაწილზეა ჩამოყრილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მერიაში განუცხადეს, ქვათაცვენა საგზაო მოძრაობას არ აფერხებს.

























