ლანჩხუთში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ლანჩხუთში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

























