მაკა ბოჭორიშვილი - მონაწილეობა მივიღე აბუ-დაბიში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში - შეხვედრები საინტერესო შესაძლებლობა იყო მოსაზრებების გასაზიარებლად და მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე მსჯელობისთვის

მაკა ბოჭორიშვილი - მონაწილეობა მივიღე აბუ-დაბიში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში - შეხვედრები საინტერესო შესაძლებლობა იყო მოსაზრებების გასაზიარებლად და მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე მსჯელობისთვის

არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონაწილეობა მივიღე აბუ-დაბიში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე გამართული დისკუსიები და სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ექსპერტებთან შეხვედრები საინტერესო შესაძლებლობა იყო მოსაზრებების გასაზიარებლად.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონაწილეობა მივიღე აბუ-დაბიში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში.

საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე გამართული დისკუსიები და სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ექსპერტებთან შეხვედრები საინტერესო შესაძლებლობა იყო მოსაზრებების გასაზიარებლად და მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე მსჯელობისთვის“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი.