ბერდია სიჭინავა - არ შეიძლება ერთიან ორგანიზმად განიხილებოდეს სხვადასხვა იდენტობის, წარსულისა და მომავლის ხედვის პარტია, ერთ კოლექტიურ პროცესში ასამართლებდე და ცდილობდე აკრძალო განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ბერდია სიჭინავა - არ შეიძლება ერთიან ორგანიზმად განიხილებოდეს სხვადასხვა იდენტობის, წარსულისა და მომავლის ხედვის პარტია, ერთ კოლექტიურ პროცესში ასამართლებდე და ცდილობდე აკრძალო განსხვავებული აზრი ქვეყანაში

არ შეიძლება ერთიან ორგანიზმად განიხილებოდეს სხვადასხვა იდენტობის, წარსულისა და მომავლის ხედვის პარტია, ერთ კოლექტიურ პროცესში ასამართლებდე და ცდილობდე აკრძალო განსხვავებული აზრი ქვეყანაში, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ქარტია“ ნორმატიულ-იურიდიული დოკუმენტი არ არის და პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველი ვერ გახდება.

„ქარტიასთან მიმართებით ვფიქრობ, რომ ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია. ქარტია, რომელიც ნორმატიულ-იურიდიული დოკუმენტი არ არის, იურიდიულად სავალდებულო შედეგებს არ წარმოშობს - რაიმე ტიპის საფუძველი იყოს პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტზე მიერთება და ხელმოწერა რომელიმე პოლიტიკური პარტიის აკრძალვის, ეს არის მოცემულობა.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, ეს კვირა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეთმო. სწორედ ამიტომ ვითხოვდით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით ეს პროცესი დაშლილიყო, განხილულიყო სხვადასხვა პრიზმაში. არ შეიძლება ერთიან ორგანიზმად განიხილებოდეს სხვადასხვა იდენტობის, წარსულისა და მომავლის ხედვის პარტია, ერთ კოლექტიურ პროცესში ასამართლებდე და ცდილობდე აკრძალო განსხვავებული აზრი ქვეყანაში“, - აცხადებს ბერდია სიჭინავა.