ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს ხვდებიან

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს ხვდებიან

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს ხვდებიან.

ღარიბაშვილის ადვოკატები, ნათია თამაზაშვილი და სოსო ბარათაშვილი სახალხო დამცველის ოფისში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს დაიწყო.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.