თელავში შვილის მიერ დედის დაჭრაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თელავში შვილის მიერ დედის დაჭრაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თელავში შვილის მიერ 77 წლის დედის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა სამხედრო ქალაქის დასახლებაში გვიან ღამით მოხდა და ქალს დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების თქმით, დედა-შვილს შორის კონფლიქტი ხშირი იყო, რადგან მათი თქმით, მამაკაცი სვამდა.

დაჭრილი თელავის, ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მამაკაცი უკვე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.