მამუკა ხაზარაძე, სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოჰყვა - მას ნეკნების მოტეხილობა აქვს

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოყვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, შემთხვევა სავარაუდოდ 4 დღის წინ მოხდა. ავარიის შედეგად მამუკა ხაზარაძეს ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება.
პარტიის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე ამჟამად თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის კურს გადის.

























