ფინანსთა სამინისტრო - 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა და 2 513.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა და 2 513.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (123.7 მლნ აშშ დოლარით მეტი).
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფულადი გზავნილები აშშ-დან - 10.4%-ით გაიზარდა და 542.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (51.1 მლნ აშშ დოლარით მეტი), იტალიიდან - 6.6%-ით და 477.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (29.5 მლნ აშშ დოლარით მეტი), გერმანიიდან - 12.5%-ით და 250.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (27.8 მლნ აშშ დოლარით მეტი), საბერძნეთიდან - 9.5%-ით და 217.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (18.9 მლნ აშშ დოლარით მეტი), ისრაელიდან - 21.1%-ით და 240.4 მლნ აშშ დოლარი 7 შეადგინა (41.9 მლნ აშშ დოლარით მეტი).
2026 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში და მასთან ერთად, 2026 წლის საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

























