გასამმაგებული შეთავაზების დღეები IMPEX-ში - 50%-მდე ფასდაკლება, დამატებითი 20% და საჩუქარი

გასამმაგებული შეთავაზების დღეები IMPEX-ში - 50%-მდე ფასდაკლება, დამატებითი 20% და საჩუქარი

მხოლოდ 15 ნოემბრის ჩათვლით სააფთიაქო ქსელი IMPEX მომხმარებლებს უპრეცედენტო შეთავაზებას - „გასამმაგებულ ფასდაკლებას“ სთავაზობს, როგორც ფიზიკურ აფთიაქებში, ისე ონლაინ!

აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს პრემიუმ და ექსკლუზიური ბრენდების სრულ ასორტიმენტზე 50%-მდე ფასდაკლებასთან ერთად, სალაროსთან დამატებითი 20%-იანი ფასდაკლება და შენაძენზე საჩუქარი ელოდებათ.

განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს IMPEX-ის ახალ ციფრულ აფთიაქშიც!

15 ნოემბერის ჩათვლით, myimpex.ge-ზე შეძენისას, არსებული ფასდაკლებების გარდა, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ თიბისის მომენტალური 20%-იანი ქეშბექით სრულ ასორტიმენტზე:

  • ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით თიბისის გადახდის არხის საშუალებით გადახდისას - 20% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი;
  • თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას - 20% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი.

შეთავაზების დეტალური პირობები ხელმისაწვდომია თიბისის მობაილბანკში.

ქეშბექი ვრცელდება IMPEX-ის ციფრული აფთიაქის სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის კოსმეტიკაზე, ბავშვთა კვებისა და მოვლის პროდუქტებზე, საკვებ დანამატებსა და მედიკამენტებზე.

და ეს ყველაფერი არ არის - IMPEX მომხმარებლებს საჩუქარსაც უმზადებს!

ორივე არხში, 80 ლარის ან მეტი ღირებულების კოსმეტიკის, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების შეძენისას, მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ IMPEX-ის ექსკლუზიური ბრიტანული დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდის, SUNKISSED-ის ტანის მბზინვარე ბალმს, სრული ზომის შეფუთვით.

არ გამოტოვოთ 12–15 ნოემბრის განსაკუთრებული შეთავაზება IMPEX-ის აფთიაქებსა და ციფრულ აფთიაქში - myimpex.ge!

50% + 20% ფასდაკლება გავრცელდება შემდეგ პრემიუმ და ექსკლუზიურ ბრენდებზე: NUXE, NOREVA, PHYTORELAX და TOPICREM.

KORRES-ის, URIAGE-ის, INSTITUTO ESPAÑOL-ის, VICHY-ის, SUNKISSED-ისა და MARGOT & TITA-ს შერჩეულ პროდუქციაზე მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლება და სალაროსთან დამატებითი 20%-იანი ფასდაკლება ან ციფრულ აფთიაქში ქეშბექი ელოდებათ.

ხოლო LA ROCHE-POSAY-ის, CERAVE-ს, DEPEND-ის, HD-ის, ROMANTIC PROFESSIONAL-ისა და BIOTANIQE-ს შერჩეულ პროდუქტებზე 30%-იანი ფასდაკლება და სალაროსთან დამატებითი 20%-იანი ფასდაკლება ან ონლაინ შეძენისას ქეშბექი იმოქმედებს.

„გასამმაგებული ფასდაკლების“ დღეებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ IMPEX-ში ახლად წარმოდგენილი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანის რჩეული კორეული კანის მოვლის ბრენდები - ANUA და MEDICUBE - რომლებსაც სალაროსთან 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ამავე შეთავაზებით მომხმარებლები ონლაინ შეძენისასაც ისარგებლებენ.

IMPEX მუდმივად აფართოებს საერთაშორისო ბრენდების არჩევანს და მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქციას განსაკუთრებული შეთავაზებებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ფასად სთავაზობს.

*საჩუქრის შეთავაზება მოქმედებს მარაგების ამოწურვამდე, შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ტიპის აქციებზე (1+1, 2+1, 2+2...)

(R)