თორნიკე ართქმელაძე - სამწუხაროდ, არ გვეძლევა შესაძლებლობა, ამომწურავად ვისაუბროთ საკითხებზე, რასაც მნიშვნელოვნად ვთვლით - ამისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ თავისუფალი თხრობის რეჟიმში საუბრობდა აბსურდს და სასამართლო მათ არ აჩერებდა

თორნიკე ართქმელაძე - სამწუხაროდ, არ გვეძლევა შესაძლებლობა, ამომწურავად ვისაუბროთ საკითხებზე, რასაც მნიშვნელოვნად ვთვლით - ამისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ თავისუფალი თხრობის რეჟიმში საუბრობდა აბსურდს და სასამართლო მათ არ აჩერებდა

სამწუხაროდ, არ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენს შემთხვევაში სრულად და ამომწურავად ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რასაც მნიშვნელოვნად ვთვლით - ამისგან განსხვავებით, მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ „ქართული ოცნება“ თავისუფალი თხრობის რეჟიმში საუბრობდა აბსურდსა და ტყუილს და სასამართლო მათ არ აჩერებდა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თორნიკე ართქმელაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას ოპოზიციის წარმომადგენლებს ხშირად აჩერებენ და საკუთარი პოზიციის სრულფასოვნად დაფიქსირების საშუალებას არ აძლევენ.

„კითხვა-პასუხის ეტაპზე ვიმყოფებით, ნაწილობრივ ჩვენს მხარესაც რაც მოემართებოდა კითხვები სამწუხაროდ, არ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენს შემთხვევაში სრულად და ამომწურავად ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რასაც მნიშვნელოვნად ვთვლით. ამისგან განსხვავებით, მთელმა საზოგადოებამ ნახა - კითხვები მიემართებოდა „ქართულ ოცნებას“, თავისუფალი თხრობის რეჟიმში საუბრობდნენ აბსურდსა და ტყუილს, სასამართლო მათ არ აჩერებდა. იგივე დამოკიდებულება არ არის ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ვპასუხობთ მოსამართლეების შეკითხვას. ისინი ხშირ შემთხვევაში გვაჩერებენ და არ გვაძლევენ შესაძლებლობას, ამომწურავად ვისაუბროთ ჩვენს პოზიციაზე.

ამ ეტაპისთვის შუამდგომლობების ნაწილი ამოწურულია, თუმცა ეს სამართალწარმოება უშვებს, რომ სხვა ეტაპებზე დავაყენოთ შუამდგომლობები“, - აცხადებს იგი