რუსულმა ძალებმა ოდესას დაარტყეს - დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, დარტყმების შედეგები ქალაქის სულ მცირე ორ რაიონში დაფიქსირდა. ერთ რაიონში კერძო სახლი დაზიანდა, ხოლო მეორეში - მანქანები დაზიანდა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
ლისაკის განცხადებით, თავდაპირველად ცნობილი გახდა ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ, მოგვიანებით კი კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.

























