პიტ ჰეგსეთმა დააჯილდოვა ჯარისკაცი, რომელმაც მას და მის თანაშემწეებს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შენიშვნა მისცა

პიტ ჰეგსეთმა დააჯილდოვა ჯარისკაცი, რომელმაც მას და მის თანაშემწეებს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შენიშვნა მისცა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მას და მისი უწყების წარმომადგენებს შენიშვნა მისცა, „გაერთიანებული სამსახურის ქების მედალი“ გადასცა.

„ჩვენ გვიყვარს ჯარისკაცები. ჩვენ გვიყვარს სტანდარტები. ყოჩაღ, რიგითო! განაგრძეთ, პატრიოტებო!“ - დაწერა ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში.

პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ჰეგსეთმა მე-3 ქვეით პოლკს პენტაგონში უმასპინძლა და რიგით იგლესიას გადასცა „გაერთიანებული სამსახურის ქების მედალი“ - 2026 წლის 11 ნოემბერს, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის“.

ცნობისთვის, ჰეგსეთი, მისი მეუღლე, შტაბის უფროსი რიკი ბურია, შტაბის უფროსის მოადგილე პატრიკ უივერი, უფროსი მრჩეველი და თანაშემწის მოადგილე ტემი რადაბო, ოთხშაბათს, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის შემდეგ, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ფოტოს იღებდნენ. ფოტოების გადაღების შემდეგ ჯგუფის ზოგიერთი წევრი საუბრობდა და იცინოდა.

საფლავის წინ მყოფმა მორიგე ჯარისკაცმა, რიგითმა თომას იგლესიასმა, ჯგუფს მიმართა :

„ყველა ვიზიტორმა ნებისმიერ დროს უნდა დაიცვას სიჩუმე და გამოიჩინოს პატივისცემა“.