მედია - თეთრი სახლის მახლობლად სროლა იყო, დაჭრილია 5 ადამიანი

მედია - თეთრი სახლის მახლობლად სროლა იყო, დაჭრილია 5 ადამიანი

თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა, დაჭრილია ხუთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ხუთმა ადამიანმა ჭრილობები მიიღო ცეცხლსასროლი იარაღიდან ვაშინგტონის ლოგან-სერკლ უბანში, რომელიც თეთრი სახლიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს.

პოლიციის სამმართველოს პრესმდივანმა, ნიკოლ დინერმა აღნიშნა, რომ მსროლელი დაკავებული არ არის, ხოლო ზუსტი ადგილი, თუ სად მოხდა სროლა, უცნობი რჩება.

ასევე აღინიშნება, რომ უბნის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიკეტა, ხოლო ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარე სკოლები იზოლაციის რეჟიმში გადავიდა.

წყაროების ცნობით, პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელმა თავი სპორტდარბაზში შეაფარა.