ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი, განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას

ლაჩრულად, უკანიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ, - ასე ეხმაურება ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში აბუ-დაბიში UFC-ის ქართველ მებრძოლზე, მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას.
„მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი, განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკანიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.
შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. შესაბამისი ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.

























