კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში მამაკაცი დაჭრეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში მამაკაცი დაჭრეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში მამაკაცი დაჭრეს. თანასოფლელების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შსს-ში არკვევს.