მისისიპის შტატში, სენატის არჩევნებში „დემოკრატმა“ სკოტ კოლომმა გაიმარჯვა

მისისიპის შტატში, სენატის არჩევნებში „დემოკრატმა“ სკოტ კოლომმა გაიმარჯვა

მისისიპის შტატში, სენატის არჩევნებში „დემოკრატმა“ სკოტ კოლომმა გაიმარჯვა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„დემოკრატი“ სკოტ კოლომი პირველი შავკანიანი სენატორი გახდა, რომელიც მისისიპის შტატში 1874 წლის შემდეგ აირჩიეს.

მისისიპის შტატში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში სკოტ კოლომმა მოქმედი სენატორი, „რესპუბლიკელი“ სინდი ჰაიდ-სმიტი დაამარცხა.

მისისიპიში გამარჯვების შემდეგ, „დემოკრატებს“ აშშ-ის სენატში უკვე 55 ადგილი აქვთ, ხოლო „რესპუბლიკელებს“ 44 მანდატი. ჯერჯერობით, მხოლოდ ალასკას შტატის შედეგია უცნობი.

ბოლო მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებს“ 254 მანდატი აქვთ, ხოლო „რესპუბლიკელებს“ 168 ადგილი. 13 საარჩევნო ოლქში გამარჯვებული ჯერჯერობით არ გამოვლენილა.