სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მთავრობა შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება რუსეთის მიერ

საქართველოს მთავრობა შესაძლოა თავიდანვე არ იყო რუსეთის მარიონეტი, რთულია ამის თქმა, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება რუსეთის მიერ. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა.
“ომმა, რისი მიღწევაც ვერ შეძლო, 2008 წლის ომმა, სხვა რამ შეძლო, სხვა ზეწოლამ რუსეთისგან მთავრობაზე, რომელიც შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, რთულია ამის თქმა, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება [რუსეთის მიერ]. რა სუვერენიტეტზეა საუბარი.
სრულიად იმართება რუსეთის მიერ. და დღეს ისინი პრაქტიკულად იმას აკეთებენ, რასაც რუსეთი ეუბნება და ძალიან ნათლად ვხედავთ ამას, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობის ყველა სპიკერი - პესკოვი, სიმონიანი და ყველა სხვა - ყოველ მეორე დღეს ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კარგი რამ გააკეთა, კარგი რამ თქვა. ანუ, როგორც მინიმუმ, მოსკოვისგან ვიღებთ კომპლიმენტებს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

























