თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი - არსებული ცნობებით, ცოლ-ქმარი კორპუსის ლიფტთან ჩაცხრილეს

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი - არსებული ცნობებით, ცოლ-ქმარი კორპუსის ლიფტთან ჩაცხრილეს

თბილისში სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარედ კორპუსში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კორპუსში მოკლული ორი პირი ცოლ-ქმარია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მცხოვრებმა განუცხადა, მათ სადარბაზოში, ლიფტთან დახვდნენ და ადგილზე ჩაცხრილეს.

ამ წუთებში დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამ დროისთვის, მკვლელობაში ბრალდებული ან ბრალდებულები დაკავებული არ არიან.

დეტალები ოფიციალური ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.