თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთ-ერთ კორპუსში მკვლელობა მოხდა - მოკლულია ორი პირი

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთ-ერთ კორპუსში მკვლელობა მოხდა - მოკლულია ორი პირი

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, "გერმანული ჰოსპიტალის" მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მობილიზებაა.

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ კორპუსში მკვლელობა მოხდა, მოკლულია ორი ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევასა და ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.