Reuters - ბომბის შესახებ შეტყობინებების გამო, იტალიაში, 300-მდე სკოლიდან მოსწავლეთა და მასწავლებელთა ევაკუაცია განხორციელდა - შეტყობინება „მიხაილ ანდროპოვის“ სახელით გავრცელდა, რა სახელსაც თვითმფრინავებში ბომბის შესახებ ცრუ განგაში უკავშირდება

ბომბის საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო, იტალიაში 300-მდე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იტალიის განათლების მინისტრის, ჯუზეპე ვალდიტარას განცხადებით, სკოლებში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებებმა მთელი ქვეყანა მოიცვა.

„ქვეყნის მასშტაბით ბომბის შესახებ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ გაცნობებთ, რომ ყველა მოსწავლე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ არიან“, - ნათქვამია რომის ერთ-ერთი სკოლის განცხადებაში.

გამოცემის წყაროს ცნობით, შეტყობინება ელექტრონული ფოსტით გავრცელდა, რომელსაც ხელს „მიხაილ ანდროპოვი“ აწერს. შეტყობინებაში „მიხაილ ანდროპოვი“ საკუთარ თავს „მიზოგინისტანის ვილაიეთის ლიდერად“ მოიხსენიებს.

მომხდართან დაკავშირებით იტალიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, სახელი „მიხაილ ანდროპოვი“ გასულ კვირას ევროპის მასშტაბით თვითმფრინავებსა და ტელეკომპანიებში ბომბის არსებობის შესახებ გაგზავნილ ცრუ შეტყობინებებში იქნა გამოყენებული.