ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს, ასევე ყოფილ ჟურნალისტ ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს, ასევე ყოფილ ჟურნალისტ ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს, ასევე ყოფილ ჟურნალისტ ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბერიას ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა განუცხადა, საპროცესო შეთანხმების თანახმად ბრალდებულ ლალო ბერიას, 6 - თვიანი რეალური სასჯელი, 3 - წლიანი პირობითი მსჯავრი და 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ცნობისთვის, ლალო ბერიას მეუღლემ, ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ნოდარ ჩაჩუამ დღეს ციხიდან განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის მეუღლეზე ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინის" შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.