არსებული ინფორმაციით, ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა - დაჭრილია ერთი პირი

არსებული ინფორმაციით, ვაკეში 10-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

























