5 დეკემბერს თბილისში Move Summit 2026 გაიმართება

5 დეკემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში ტრენერთა ასოციაციის ორგანიზებით Move Summit 2026 გაიმართება. სამიტი ერთ სივრცეში გააერთიანებს წარმატებული კომპანიების დამფუძნებლებს, CEO-ებს, HR და L&D ხელმძღვანელებს, გუნდის ლიდერებს, ბიზნეს ტრენერებსა და კონსულტანტებს, რაც მათ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და ახალი კონტაქტების შეძენის საშუალებას მისცემს.
ღონისძიების მთავარი კითხვაა: რა ამოძრავებთ ლიდერებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე? სამიტის ფოკუსი მიმართული იქნება პრაქტიკაში დანერგილი, ქმედითი მიდგომებისა და მიღწეული რეალური შედეგების გაზიარებაზე.
Move Summit 2026-ს 350 დელეგატი დაესწრება. დაგეგმილია ორი პანელური დისკუსია, რომელთა ფარგლებშიც სექტორების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 12 კომპანიის სივრცე, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს უშუალო კონტაქტი ჰქონდეთ დელეგატებთან. ღონისძიება დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 16:00 საათამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტი Refreshment & Coffee Break, 12 კომპანიის Networking Spot-ები. მათთან პირისპირი კომუნიკაცია კი 11:00–12:00 საათზე იქნება განსაკუთრებით აქტიურად შესაძლებელი.
სამიტის სპიკერებს შორის არიან წამყვანი სექტორის წარმატებული ბიზნესის დამფუძნებლები. თითოეული მათგანი აუდიტორიას გაუზიარებს საკუთარი გამოცდილების, გამოწვევების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და შედეგების შესახებ რეალურ მიგნებებს.
ღონისძიების პარტნიორია დანაზოგების ყველაზე საიმედო პლატფორმა - Hotsale.ge, რომელიც წლებია მომხმარებლებსა და პარტნიორებს საუკეთესო პირობებსა და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. ის ღონისძიებაზე განსაკუთრებული განწყობას შექმნის, სიურპრიზებისა და გათამაშების მეშვეობით.
სამიტის მონაწილეები Hotsale.ge-ის გათამაშების ფარგლებში დასაჩუქრდებიან 3 პრემიუმ სასტუმროს საგზურით.
ტრენერთა ასოციაციის შესახებ
ტრენერთა ასოციაცია საქართველოს პირველი ტრენერთა გაერთიანებაა, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა. ასოციაცია ხელს უწყობს ტრენერებისა და ბიზნეს-პროფესიონალების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი საქმიანი კავშირების შექმნას.
ღონისძიებაში მონაწილეობისთვის განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს ოფიციალურ ვებგვერდზე: movesummit.ge.
(R)

























