აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები განახლდა

აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„მათ დაიწყეს“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბრისას.
უკრაინული მედიის ცნობით, აბუ-დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე დღეს, მხარეები შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის, ენერგეტიკისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
ამასთან, Politico-ს ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ტერიტორიულ საკითხებზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რუსეთ-აშშ-უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში გუშინ დაიწყო. მოლაპარაკებების პირველ დღეს დელეგაციების შეხვედრები თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

























