ლატვიამ და ლიეტუვამ დრონებთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს - ფინეთმა შეზღუდვები დააწესა

ლატვიამ და ლიეტუვამ რამდენიმე რეგიონში მოსახლეობა გააფრთხილეს თავშესაფრებში გადასულიყვნენ მას შემდეგ, რაც მეზობელი რუსეთის ან ბელარუსის საჰაერო სივრციდან მათ საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონები შევიდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ნატო-ს საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი თვითმფრინავები მზადყოფნაში მოიყვანეს.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ლიეტუვის კრიზისების მართვის უწყებების ცნობით კი, გაფრთხილება ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ კაუნასსაც შეეხო, სადაც დაახლოებით 300 000 ადამიანი ცხოვრობს.
ფინეთმა, რომელიც ასევე რუსეთის მეზობელი ქვეყანაა, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო სივრცესა და საზღვაო ზონაში გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა.
„ეს არის სიფრთხილის ზომა, რომელიც მიზნად ისახავს გამვლელების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ხელისუფლებას პოტენციური დრონების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნულია ქვეყნის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

























