გიორგი შარაშიძე - დარწმუნებული ვარ, მოსამართლეები სათათბიროდ რომ გადიან, აშკარად ხორციელდება ზარი - ერთი ხელით მართული პროცესია, რა პროცენტი რჩება ალბათობა, რომ შეიძლება, არ აგვკრძალონ?

გიორგი შარაშიძე - დარწმუნებული ვარ, მოსამართლეები სათათბიროდ რომ გადიან, აშკარად ხორციელდება ზარი - ერთი ხელით მართული პროცესია, რა პროცენტი რჩება ალბათობა, რომ შეიძლება, არ აგვკრძალონ?

გადაწყვეტილება არის მიღებული და ფორმალურად უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაფორმება , - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

გიორგი შარაშიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სათათბიროდ გადიან, რეალურად ზარი ხორციელდება „ვიღაცასთან“.

შარაშიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი გიორგი გახარიას დევნაა და „ბიძინა ივანიშვილის საჯარო, სატელევიზიო მუქარის გაგრძელებაა, რასაც ამ ორი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურება პროკურატურა, სასამართლო, წულუკიანის კომისიაც“.

„ვფიქრობ გადაწყვეტილება მიღებულია. ის, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, ყველანი ვხედავთ. ყოველი დღე ადასტურებს ამას, ასევე, მოსამართლეების დამოკიდებულება, განწყობა და ელემენტარული შუამდგომლობები. შეგახსენებთ, იყო საუბარი ერთი თვით გადადებაზე. როდესაც ჩვენ სარჩელი ჩაგვბარდა 13 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, ყველანაირი უფლება გვქონდა იმისა, რომ ერთთვიანი ვადა მოგვეთხოვა, მაგრამ ვადა იმდენად მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებაც ვერ მიიღეს. გავიდნენ სათათბიროდ და დარწმუნებული ვარ, სათათბიროს რომ გადიან [ვიღაცას ურეკავენ], ეს გასვლა პირადად ჩემთვის იყო ეჭვის საფუძველი, რომ აშკარად ხორციელდება ზარი. ეს არ იყო საკითხი, რომელიც საჭიროებდა შვიდი მოსამართლის ერთობლივ აზრს, რეგლამენტი გეუბნება და ან უნდა დაეთანხმო ან არა. რადგან ვადა იყო პრინციპული საკითხი, ამიტომ მოითხოვეს და საათ-ნახევარი თათბირობდნენ. თუნდაც ეს ფაქტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული და ფორმალურად უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გაფორმება.

გიორგი გახარიას დევნაა ეს, ამ ყველაფრის გაგრძელებაა, ბიძინა ივანიშვილის საჯარო, სატელევიზიო მუქარის გაგრძელებაა, რასაც ამ ორი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურება პროკურატურა, სასამართლო, წულუკიანის კომისიაც და ა.შ. ამის დამამტკიცებელია, ჩორჩანას მოღალატეობრივი საქმე სასამართლოში როგორი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. წინა კვირას ღამის სასამართლო გაიმართა, თითქოს ამდენი ხანი დრო არ ჰქონდა სასამართლოს. ჩორჩანას საქმე არის დაჩქარებული, კვირაში მინიმუმ ორი საქმე ინიშნება და ესეც აღარ ყოფნით უკვე. მთავარი მზიანია, რომ ჩორჩანას გამამტყუნებელმა განაჩენმა მოუსწროს საკონსტიტუციო სასამართლოს. ერთი ხელით მართული პროცესია. რა პროცენტი რჩება იმის ალბათობის, რომ შეიძლება ჩვენ არ აგვკრძალონ?“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.