ნიკა გვარამია რევაზ ნადარაიას - ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! - თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ?

ნიკა გვარამია რევაზ ნადარაიას - ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! - თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ?

ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ? შუამდგომლობას ვასაბუთებ იმით, რითაც ვთვლი საჭიროდ და ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვისას, სადაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა.

ნიკა გვარამიას მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი მასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის.

„მე არ ვიცი, რას ეყრდნობა სასამართლო, როცა იძახის, რომ ეს [ბმულები] არის მტკიცებულება და მატერიალური ფორმით მტკიცებულება, არ უნდა იყოს მოტანილი. მე არ ვიცი, ამას როცა ამბობთ, რას ეყრდნობით. უამრავი საქმე გვქონია საერთო სასამართლოებში, სადაც არ ითვლება ეს მტკიცებულებად. მე არ ვიცი ეს „ლინკები“ სწორად გადავა თუ არა. არ არის ეს მტკიცებულება. ფორმა დაუცველიცაა. შინაარსი არ გამოვიკვლიოთო, მსგავსი არაფერი გამიგია, არცერთ პროცესში. პირდაპირ გეუბნებით, რომ ინკვიზიციურობა არ გამოიყენეთ, კანონის დარღვევით და მტკიცებულებაში რაც მიუთითეთ, არის სრული კანონდარღვევა. თქვენივე გადაწყვეტილებებს მიგითითებთ, სადაც სახელი და გვარი მოწმის დადგენილი არ არის და თქვენ თავად ადგენთ. თქვენი განჩინებით, კანონი დაარღვიეთ. თქვენ თქვენი საპროცესო უფლებები გაქვთ, მე ჩემი, რომელიც ძალიან კარგად ვიცი. შეიძლება ვინმემ არ იცის საკუთარი საპროცესო უფლებები, მაგრამ მე ვიცი, ამიტომ მალაპარაკეთ თუ შეიძლება[...] ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ? შუამდგომლობას ვასაბუთებ იმით, რითაც ვთვლი საჭიროდ და ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ, ძალიან გთხოვთ, მაცადოთ საუბარი[...] მე ვასაბუთებ შუამდგომლობას და მაცადეთ, ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! შეჯიბრობითობა არავის გაუუქმებია ინკვიზიციურობის პარალელურად. თუ ვინმეს ჰგონია ასეა, არასწორად იცის ან კანონი, ან სამართლის თეორია ან ორივე ერთად. თუ არ გამომაკვლევინეთ ეს მტკიცებულება, როგორ უნდა დაგარწმუნოთ? მტკიცებულებების გამოკვლევის სტადია, მატერიალური მტკიცებულების თანდართვით და აქ გამოკვლევით, არის ის, რასაც სასამართლო ვერ გადახტება და არც უნდა გადაახტეს. ამიტომ ვეთანხმებით ამ შუამდგომლობას“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მას მიუთითა, რომ შუამდგომლობაზე ესაუბრა და სასამართლოში „ყველაფრის უფლება არ აქვს“.

„თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის. ილაპარაკეთ კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე და ნუ იხილავთ იმას, ჩვენ როდის რა დავაკმაყოფილეთ. ჩემი განსახილველია, რას ილაპარაკებთ თქვენ. ახლა ან დაემორჩილებით სასამართლოს, ან...“- აღნიშნა ნადარაიამ.