მოჰსენ რეზაი - ვაშინგტონი სასოწარკვეთილი აზარტული მოთამაშის მსგავსად ფართხალებს - დანებდით და მოჩვენებითი მოლაპარაკებების შესახებ ყალბი ამბების გამოგონება შეწყვიტეთ

მოჰსენ რეზაი - ვაშინგტონი სასოწარკვეთილი აზარტული მოთამაშის მსგავსად ფართხალებს - დანებდით და მოჩვენებითი მოლაპარაკებების შესახებ ყალბი ამბების გამოგონება შეწყვიტეთ

ირანის წინააღმდეგ ომმა აშშ-ის მთავრობა უკვე გაანადგურა, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.

„თუმცა, ვაშინგტონი სასოწარკვეთილი აზარტული მოთამაშის მსგავსად ფართხალებს. დანებდით და მოჩვენებითი მოლაპარაკებების შესახებ ყალბი ამბების გამოგონება შეწყვიტეთ. შეწყვიტეთ დასავლეთ აზიის ახალი წესრიგის უარყოფა. დროა, იმ შვიდი პირობის წინაშე დანებდეთ, რომლებიც ირანმა არაერთხელ წამოაყენა“, - წერს რეზაი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარის პრემიერ-მინისტრთან, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულებისკენ პოზიტიურ დინამიკას ხედავს.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ქუვეითი და სხვა ქვეყნები უპირატესობას ანიჭებენ სტატუს-კვოს შენარჩუნებას, ანუ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას და ახალი ოპერაციის - „რკინის კარიბჭის“ - განხორციელებას, რომელიც ხმელეთსა და ზღვაზე მოქმედებებს გულისხმობს“, - აღნიშნა ტრამპმა.