ვოლოდიმირ ზელენსკი - აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრებზე ჩვენი გუნდი დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების შეთავაზებით გამოვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები მიმდინარე მოლაპარაკებებში ქვეყნის პოზიციას აძლიერებენ.
“ახლა, უკრაინელი სამხედროები ნამდვილად აძლიერებენ უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკებებში: ყოველი სრულად შესრულებული დავალება, ყოველი თავდაცვითი ოპერაცია, რომელიც უკრაინას ძალასა და შედეგებს აძლევს, აძლიერებს უკრაინას და, უპირველეს ყოვლისა, გვაძლიერებს ჩვენ მოლაპარაკებებში”, - განაცხადა ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, უკრაინის მოლაპარაკების ჯგუფი უკვე ემირატებშია და პირველი შეხვედრა სამშაბათს გაიმართება.
“ხვალ პირველი შეხვედრა გაიმართება. იქნებიან ევროპელი პარტნიორებიც. მათთან ცალკეული ფორმატის შეხვედრები გაიმართება, თუმცა ყველა ეს შეხვედრა ერთი საერთო მიზნის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს - რეალური მშვიდობის დამყარების დაახლოებას. დიდად ვაფასებთ თითოეული ქვეყნის მხარდაჭერას. ინდოეთმა წარმოადგინა წინადადებები სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომლებსაც, სამწუხაროდ, რუსული მხარე არ უჭერს მხარს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის წარმომადგენლები აბუ-დაბის შეხვედრაზე დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების შეთავაზებით გამოვლენ.
“აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრებზე ჩვენი გუნდი დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების შეთავაზებით გამოვა. უნდა არსებობდეს მკაფიო ხედვა, როგორ უნდა მოხდეს სამმხრივი ფორმატის ორგანიზება ლიდერების დონეზე, რათა ეს ომი რეალურად და სამართლიანად დასრულდეს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

























