დონალდ ტრამპი - მართლა სჯერა ვინმეს, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?

მართლა სჯერა ვინმეს, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„როგორ შეიძლება წინასაარჩევნო გამოკითხვები ასე მცდარი ყოფილიყო?“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, წინასწარი ხმის მიცემის ზოგიერთი მაჩვენებელი იმდენად დიდი იყო, რომ გამარჯვება შეუძლებელი გახდა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა ხმის მისაცემად.
„საქმე საარჩევნო აპარატებშია, რომელიც ამომრჩეველზე უფრო მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ტრამპი.
ცნობისთვის, აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით, კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი „დემოკრატიულმა პარტიამ“ მოიპოვა.

























