შალვა პაპუაშვილი - ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის - ეს აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალს, ჩინეთი - პატივს სცემს

ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში - ეს აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალს, ჩინეთი - პატივს სცემს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ისტორიული იყო და ამას პოლიტიკურ სიმბოლიზმთან ერთად, ძალიან დიდი ეკონომიკური განზომილება აქვს.
„ეს ისტორიული ვიზიტი იყო, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ჩინეთის მეორე პირის ვიზიტი საქართველოში. ვნახეთ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი აქვს საქართველოს ჩინეთისთვის ამ რეგიონში, რომ საქართველო არის პირველი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში და ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში შედგა. პოლიტიკურ სიმბოლიზმთან ერთად, ამას აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური განზომილება, როდესაც ჩვენ შუა დერეფანზე და თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ და საქართველოს როლზე შუა დერეფანში.
შეფარებისთვის - ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემკვრელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში და პატივს სცემს ქართველ ხალხს. ეს აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალს, ჩინეთი პატივს სცემს ქართველ ხალხს. ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავისი თავი ევრობიუროკრატიამ, რომელმაც პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს ერთადერთი რამის გამო, ქართველმა ხალხმა მოსთხოვა, გაამხილოს ვის აფინანსებს და რისთვის აფინანსებს საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

























