კაია კალასი - რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების სურვილს ვერ ვხედავთ

კაია კალასი - რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების სურვილს ვერ ვხედავთ

რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების სურვილს ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა პარიზში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

კაია კალასის განცხადებით, ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებები, ხელშეკრულებებისა და ინსტიტუციური სტრუქტურების შესაბამისად, ევროკავშირის ხელმძღვანელობით უნდა წარიმართოს და არა სპეციალურად შექმნილი ფორმატების მეშვეობით.

ასევე, კალასის თქმით, რუსეთს უამრავ შეთანხმებაზე აქვს ხელი მოწერილი, რომლებიც ევროპული უსაფრთხოების საფუძვლებს წარმოადგენენ, თუმცა მოსკოვი მათ არ იცავს.

„ნათელია, რომ დიდ სახელმწიფოებს დიდ სახელმწიფოებთან საუბარი სურთ. მაგრამ, როდესაც საქმე ევროპული უსაფრთხოების საკითხებს ეხება, ევროკავშირს ძალიან მკაფიო წესები აქვს. ჩვენ ხელშეკრულებები გვაქვს“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.