შალვა პაპუაშვილი გაფართოების ფორუმზე არმიწვევაზე - უბრალოდ, სასაცილოა, როდესაც საუბრობენ შუა დერეფანზე, საქართველოს უნდა გადააფრინდნენ თუ  გადაახტნენ? - საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი, ნუღარ ეწყინებათ ეს შედარება

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ფორუმზე არმიწვევაზე - უბრალოდ, სასაცილოა, როდესაც საუბრობენ შუა დერეფანზე, საქართველოს უნდა გადააფრინდნენ თუ  გადაახტნენ? - საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი, ნუღარ ეწყინებათ ეს შედარება

არ იქნება სათანადო მოწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის გიომ მერსიეს განცხადებას: „გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის - რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე“.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის ასეთი „აგდებული დამოკიდებულება“ აჩვენებს, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან.

„ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს დაბალი დონის გადაწყვეტილებას. ეს ზოგადად აჩვენებს უმწიფრობას ევროკავშირის ბიუროკრატიის. უბრალოდ სასაცილოა, როდესაც საუბრობენ შუა დერეფანზე და საქართველოს უნდა გადააფრინდნენ, გადაახტნენ თუ რა უნდა გააკეთონ? მე ვერ წარმომიდგენია. ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, რასაც ბრიუსელი სჩადის, ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპატივცემულობა. ასე გვეპყრობოდა ჩვენ მოსკოვი და ახლა საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი. ასეთი აგდებულიო დამოკიდებულება საბოლოო ჯაში აჩვენებს, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან. ამის შემდეგ ნუღარ ეწყინებათ ეს შედარება. ასეთი ზემოდან ყურებით და ქედმაღლური დამოკიდებულებით საკუთარ თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.