უნგრეთში ვიქტორ ორბანის ძმა დააკავეს - ორბანი აცხადებს, რომ „სამიზნე თავად არის, მისი უმცროსი ძმა კი მხოლოდ იარაღია“

უნგრეთში ვიქტორ ორბანის ძმა დააკავეს - ორბანი აცხადებს, რომ „სამიზნე თავად არის, მისი უმცროსი ძმა კი მხოლოდ იარაღია“

უნგრეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ძმა დააკავეს, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა HVG-ი ავრცელებს.

უნგრეთის პოლიციის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა, არონ ორბანი სახელმწიფო საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანასთან დაკავშირებულ საქმეზე დააკავეს.

მედიის ცნობით, არონ ორბანი და მისი კომპანია Multi Shoot-ი აქტიურად იყვნენ ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაფორმების პროცესში.

საქმე ვიეტნამის მოქალაქეებისთვის უნგრეთის და შესაბამისად შენგენის ზონის ვიზების მიღებას უკავშირდება. კერძოდ, არონ ორბანთან დაკავშირებული ჯგუფი ვიზების მარტივად მიღების მიზნით ვიეტნამის მოქალაქეებს პეჩის უნივერსიტეტში ორდღიან კურსებზე არეგისტრირებდა.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ძმის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც გააკეთა.

ორბანის თქმით, „მთავრობა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას და ერთპარტიული სისტემის დამყარებას ცდილობს“.

„სამიზნე მე ვარ, ჩემი უმცროსი ძმა კი მხოლოდ იარაღია“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.