2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ბიურომ განსახილველად კომიტეტებს გადასცა. ბიუროს სხდომაზე არ დაკონკრეტებულა, რა ცვლილებებია ფინანსურ დოკუმენტში.
ამასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ 2026 წლის ბიუჯეტი იზრდება და გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება თანხების გადანაწილება პროექტებს შორის.

























