პოლონეთში, კრაკოვში მომხდარი სროლის გამო, ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

პოლონეთში, კრაკოვში მომხდარი სროლის გამო, ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

პოლონეთში, კრაკოვში მომხდარი სროლის გამო, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დროშები დაშვებულია.

„2026 წლის 7 ნოემბერს კრაკოვში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, 8 და 9 ნოემბერი მთელი ქვეყნის მასშტაბით გლოვის დღეებად გამოცხადდა“, - განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, კაროლინა გალეცკამ.

რაც შეეხება კრაკოვს, ქალაქში გლოვა ოთხშაბათამდეა გამოცხადებული.

პოლიცია აგრძელებს გამოძიებას მას შემდეგ, რაც გუშინ კრაკოვში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთის პოლიციის ხელმძღვანელმა, მარეკ ბორონმა განაცხადა, რომ დაშავდა 16 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი, უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე და თავად ეჭვმიტანილი.

თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის სახლში სამი ცხედარი იპოვეს. პოლიციის ცნობით, დაღუპულები ეჭვმიტანილის მშობლები და და აღმოჩნდნენ.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი, პოლონეთის 25 წლის მოქალაქე, „ულტრამემარჯვენე იდეოლოგიებით“ იყო შთაგონებული. პოლიციის ინფორმაციით, მან თავდასხმისას სამხედრო იარაღი გამოიყენა.